Marketing Solutions Georgia - არის თანამედროვე მარკეტინგული კომპანია, რომელიც გთავაზობთ ყველა სახის მარკეტინგულ მომსახურებას. ჩვენთან რეკლამის გაკეთება ადვილია მთლიანი საქართველოს მასშტაბით

MSG - თქვენი გიდი მარკეტინგის სამყაროში

გაიგე მეტი

რატომ Marketing Solutions Georgia?

ჩვენთან თანამშრომლობა მოგცემთ შემდეგ უპირატესობებს

ამოცანის შესრულება უმოკლეს ვადებში

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი და მისი წევრების უნარები გვაძლევენ შესაძლებლობას მოვახდინოთ სხვადასხვა პროცესის ავტომატიზაცია და, შესაბამისად, დავზოგოთ თქვენი ძვირადღირებული დრო.

მარკეტინგული მომსახურების ფართო სპექტრი

უმეტეს შემთხვევაში, მარკეტინგული კამპანია მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას (ბაზრის ანალიზი, SMM, Digital რეკლამა და ა.შ.). ჩვენი დახმარებით თქვენ მიიღებთ ყველა საჭირო მარკეტინგულ მომსახურებას ერთ სივრცეში და არ მოგიწევთ ერთდროულად სხვადასხვა კომპანიასთან კომუნიკაცია.

შეღავათიანი ღირებულება ყველა მომსახურებაზე

რა ხდის ადამიანს პროფესიონალად საკუთარ სფეროში? რა თქმა უნდა, პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ ამ გამოცდილების ხარჯზე, ჩვენი სპეციალისტები მოიხმარენ ნაკლებ სამუშაო და გონებრივ რესურსს, რაც, თავის მხრივ, აისახება მომსახურების საბოლოო ღირებულებაზე.

კლიენტთან მჭიდრო კომუნიკაცია

კლიენტთან მჭიდრო და მუდმივი კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად გავიგოთ მისი მოთხოვნები და სურვილები, მოვახდინოთ მარკეტინგული სტრატეგიის სწორი დაგეგმვა.

ჩვენი სერვისები

გთავაზობთ შემდეგ სერვისებს

მარკეტინგის აუთსორსინგი

მარკეტინგული გადაწყვეტილებების მისაღებად ბევრი რესურსია საჭირო. მარკეტინგის დანერგვაზე მუშაობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტთა გუნდი და ამ პროცესს არ აქვს მუდმივი ხასიათი. ამა თუ იმ მარკეტინგული ამოცანის შესრულების შემდეგ კომპანია, როგროც წესი, აღარ საჭიროებს მარკეტოლოგების, დიზაინერების და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ორგანიზაციებს არ უღირთ შესაბამისი სპეციალისტების შტატში აყვანა. აუთსორსინგი ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ შეუმციროს კომპანიას მარკეტინგის დანახარჯები და შესთავაზოს მზა გადაწყვეტილებები.

საიტის დამზადება

საიტი თანამედროვე კომპანიის აუცილებელი ელემენტია. საიტისა და სხვადასხვა მარკეტინგული ინსტრუმენტის მეშვეობით შესაძლებელია სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა და გაყიდვების ძაბრის ჩამოყალიბება, რაც მისცემს კომპანიას საშუალებას უკეთ გაიცნოს თავისი მომხმარებლები და მათი დამოკიდებულება თქვენი პროდუქტის/მომსახურების მიმართ.

Google AdWords

Google-ში რეკლამა არის ახალი კლიენტების, აპლიკაციის მეტი ჩამოტვირთვის და ცნობადობის ამაღლების იდეალური წყარო. Google AdWords-ის მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო საძიებო სისტემის ტოპში მოხვედრა, არამედ სხვადასხვა სარეკლამო პლატფორმის გამოყენება, მათ შორის YOUTUBE, CMN, PlayMarket და ა.შ.

Facebook/Instagram რეკლამა

დღესდღეობით Facebook ითვლება ყველაზე პოპულარულ და არაძვირადღირებულ სარეკლამო პლატფორმად მსოფლიოში. ამავე დროს, მას გააჩნია დიდი პოტენციალი ახალი კლიენტების გენერირებასა და კომპანიის ბრენდის ჩამოყალიბებაში. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 2/3 (2.3 მილიონი ადამიანი) სარგებლობს ამ სოციალური ქსელით. მზარდი ტემპებით იზრდება Instagram-ის ქართულენოვანი აუდიტორიაც.

SEO

Search Engines Optimization - წარმოადგნეს თქვენი ვებ-რესურსის (საიტის, სოციალური ქსელის) კონტენტის ოპტიმიზაციას. ძიების შედეგების ტოპ 10-20 შესვლისთვის საიტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს და თანწყობაში იყოს საძიებო სისტემის ალგორითმებთან. ამ კრიტერიუმებს ეწოდება "რანჟირების პრინციპები" და მათი რაოდენობა 800-ზე მეტია.

SMM

Facebook / Instagram გვერდების მართვა, კონტენტ-გეგმის შემუშავება, პოსტინგი, ლაიქების გენერირება, აუდიტორიის გაფართოება. ყოველივე ეს პროცესი გარდაუვალი და აუცილებელია თქვენი ბრენდის სოციალურ ქსელებში დამკვირდებისთვისთვის. გარდა ამისა, SMM მშვენივრად ეხმარება კომპანიას იმ კლიენტებზე გასვლაში, რომლებიც არა პირდაპირ, არამედ ირიბად არიან დაკავშირებული თქვენს პროდუქტთან/მომსახურებასთან.

მომსახურების შეკვეთა

სხვა მომსახურება

კონტენტ-გეგმის შემუშავება

სოციალური ქსელები თქვენი ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის ძალიან კარგი საშუალებაა. სწორი კონტენტ-გეგმა მოგცემთ შესაძლებლობას მიუსადაგოთ თქვენი პუბლიკაციები სხვადასხვა ინფომიზეზს და მიაღწიოთ აუდიტორიის მაქსიმალურ გამოხმაურებას.

ბაზრის ანალიზი

ბაზრის ანალიზი დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რა ვითარება არის დღევანდელ ბაზარზე და გამოავლენს იმ შესაძლებლობებს, რისკებსა და კონკურენტულ უპირატესობებს, რომლებიც თქვენი კომპანიის წინაშე დგას. პროცესში გამოიყენება ისეთი ანალზიები, როგორც: SWOT ანალიზი, Conjoint ანალიზი, PEST ანალიზი. ჩვენი სპეციელისტები დაგეხმარებიან არამარტო ლოკალური, არამედ საზღვარგარეთი ბაზრის ანალიზშიც.

მარკეტინგული კონსულტაცია

როგორ ჩამოვაყალიბოთ სწორი მარკეტინგული სტრატეგია? როგორ ავირჩიოთ ოპტიმალური სარეკლამო პლატფორმა? როგორ გავზარდოთ ჩვენი მოგება 20%-ით? როგორ გავზარდოთ ჩვენი კომპანიის ბაზრის წილი? გაიარეთ კონსულტაცია და მიიღეთ პასუხი ამ და სხვა მრავალ შეკითხვაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან.