განურჩევლად იმისა, თუ რომელ სარეკლამო ინსტრუმენტს აირჩევთ, ყველა სტატისტიკური მონაცემის ნახვას შეძლებთ ვებ-ანალიტიკის საიტზე, სახელად Google Analytics. მოცემული ინსტრუმენტი მოგცემთ შესაძლებლობას მაქსიმალურად დეტალურად გაანალიზოთ შემდეგი ინფორმაცია: რამდენი ადამიანისთვის იყო ნაჩვენები რეკლამა, რამდენმა ადამიანმა შეასრულა საკვანძო ქმედება, რამდენმა გადმოწერა თქვენი აპლიკაცია, მათი ასაკი, სქესი, გეოგრაფია და ა.შ.