თუ კომპანიას არ გააჩნია ფართო ასორტიმენტი და ის ყიდის მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე მსგავსი სახის პროდუქტს/ სთავაზობს ერთი ტიპის მომსახურებას, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება ერთგვერდიანი საიტის დამზადება. თანამედროვე ვებ-დეველოპმენტი იძლევა საშუალებას გააკეთოთ ისეთი საიტი, რომელიც ერთ გვერდში მაქსიმალურად დეტალურად და თვალსაჩინოდ აღწერს თქვენს კომპანიას და გააცნობს ვიზიტორებს არსებულ მომსახურებას, ფასებს, ანახებს მას დამზადების პროცესს და ა.შ. ასეთი საიტის ადმინისტრირება ბევრად მარტივია, თუმცა SEO-ს კუთხით მისი ოპტიმიზაცია თითქმის შეუძლებელია (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს-ნიშა არ არის დაკავებული და კონკურენციის დონე დაბალია). ასეთი რესურსის მფლობელები რესურსზე ტრაფიკის გენერირებას რეკლამის მეშვეობით (Google, Facebook, სხვა წყაროები) ასრულებენ. მოცემული პლატფორმა ასევე მოუხდება მათ, ვისაც სურს საკუთარი ბლოგის მართვა ან ონლაინ-პორტფოლიოს შექმნა.