საიტის დამზადება

ჩვენ მიერ დამზადებული საიტების მაგალითები

Fudnays.online

Online shop for laptop and other tech gadgets distributor company in Georgia, Armenia and Azerbaijan. Pay via PayPal

HTML5, CSS3, JS, Elementor Builder

Barbershops.ge

Barbershop product catalog. Georgia, Tbilisi

9 days.

HTML5, CSS3, JS, Elementor Builder

Candyland.ge

Candies and surprise box supplier in Georgia and Ukraine

17 days.

HTML5, CSS3, JS, Elementor Builder

Juliagor.com

Personal brand landing page for Google Ads for Herbalife 20+ year experience coach Julai Gorodezky

2 days.

HTML5, CSS3, JS, Google Analytics, Google Tag Manager, Elementor Builder

საიტის დამზადება

თანამედროვე კომპანიებისთვის საიტი წარმოადგენს მარკეტინგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. ხშირია შემთხვევა, როდესაც საჭიროა უნიკალური საიტის დამზადება მოკლე დროში. კომპანიების უმეტესობისთვის ეს ეტაპი ძალიან იწელება. ამის შედეგად თქვენი ბიზნესის ინტერნეტ-პლატფორმა ვერ აღწევს იმ პოტენციალს, რომელიც რეალურად გააჩნია.

 

 

  • მრავალგვერდიანი
  • ერთგვერდიანი
  • ლენდინგი
  • ერთგვერდიანი/ ლენდინგ ფეიჯი/ პორტფოლიო – 350 ₾
  • მრავალგვერდიანი საიტი (5+ ფეიჯი) – 550₾
  • ონლაინ-მაღაზია თავისი სტანდარტული ფუნქციონალით – 850₾

ადაპტირებული (მობილურებისა და პლანშეტებისთვის), უნიკალური დიზაინით.

სხვა, არასტანდარტული ფუნქციონალის მქონე საიტის აწყობის შემთხვევაში ფასი დადგინდება ინდივიდუალურად.

მრავალგვერდიანი საიტის დამზადება

მრავალგვერდიანი საიტი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი გააჩნიათ. თითო სერვისზე ცალკე, ინდივიდუალური გვერდის არსებობა მოგცემთ საშუალებას მაქსიმალურად დეტალურად აღწეროთ პროდუქტი თქვენი პოტენციური მომხმარებლისთვის. ასეთ რესურსზე SEO ოპტიმიზაციის თვალსაზრისით ტრაფიკის (აუდიტორიის) გენერირება უფრო მარტივია.

მიუხედავად ამისა, მას სხვადასხვა მინუსიც გააჩნია: რაც უფრო მსხვილია საიტი, მით უფრო შრომატევადია მისი ადმინისტრირება; რაიმე ტექნიკური შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მისი აღმოჩენა ანალიზის სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე რთულ ამოცანას წარმოადგენს.

 

საიტების ამ კატეგორიაში შედის: ონლაინ-მაღაზია, სხვადასხვა მომსახურების საიტები, საინფორმაციო წყაროები და ა.შ.

მრავალგვერდიანი საიტის დამზადების შემდეგ მნიშვნელოვანია მოხდეს მისი სწორი და დროული SEO ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

ლენდინგი

ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ლენდინგი და ერთგვერდიანი საიტი სინონიმები არის. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ლენდინგი შეიძლება იყოს როგორც ერთგვერდიანი, ასევე გააჩნდეს რამოდენიმე გვერდი. უმეტეს შემთხვევაში, ის იქმნბება როგორც უკვე არსებული მრავალგვერდიანი საიტის დამატება. როგორც წესი, მისი სიცოცხლისუნარიანობა 2-12 თვემდე მერყეობს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ რაიმე გრანდიოზული გათამაშება ან ფასდაკლება. თვლით, რომ ის საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას მომხმარებლთა მხრიდან და აქტიური იქნება მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. სწორედ ასეთი აქციების, ბონუსების, ტრენინგებისა და სხვა მსგავსი სახის შეთავაზებებისთვის იქმნება ლენდინგები ყველაზე კარგი.

როგორი ტიპის საიტი დავამზადოთ? რა ავირჩიოთ?

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა მიზნების სწორი ჩამოყალიბება. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები: რა არის საიტის შექმნის მიზანი, რა მინდა რომ მივიღო მისი დამზადების შემდეგ. რამდენად სწრაფად მინდა რომ მივაღწიო დასახულ მიზანს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში, სწორი არჩევნის გაკეთებასა და მიზნის მიღწევაში ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ.

დაინტერესტდით ჩვენი მომსახურებით?

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და გადმოგირეკავთ

მომსახურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოგვყევით:

© 2021 ყველა უფლება დაცულია