ამოცანა

ქეისი: 2018 წლის ივნისში მოგვმართა ერთ-ერთმა სალაშქრო კლუბმა. მათი ამოცანა იყო Facebook გვერდზე ლაიქების გენერირება და აუდიტორიის მაქსიმალური გაფართოება მინიმალური ბიუჯეტის გამოყენებით (არაუმეტეს 15$).

ამოხსნა

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის ბიუჯეტი არ აღემატებოდა 15 დოლარს, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა გათამაშება. წინა სარეკლამო გამოცდილება გვკარნახობდა, რომ შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში ფეიჯის აუდიტორიის გაფართოებისთვის სწორედ გათამაშება იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.

გათამაშებისთვის კლუბმა გამოყო ერთი კარავი. შევარჩიეთ კარგი, მიმზიდველი ფოტო სალაშქრო კლუბის გალერეიდან, მივუმაგრეთ ლოგო და ლაკონურად ჩავსვით მოკლე ტექსტი კარვის გათამაშების შესახებ.

სამიზნე აუდიტორია შევარჩიეთ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • დემოგრაფია: საქართველო, თბილისი, 16-40 წ. მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანები.
  • ინტერესები: ექსტრიმალური სპორტი, ჰაიკინგი, ველოსპორტი, ბუნებაში გასვლა, ქემპინგი, ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ და ა.შ.

ბიუჯეტი: 5$ დღეში, საერთო ბიუჯეტი – 15$

შედეგი

შედეგად მივიღეთ:

1300

1300-ზე მეტი გვერდის მოწონება

861

861 გაზიარება

596

596 რეაქცია

130000

130 000 ჩვენება

+1300 გვერდის მოწონება, პოსტის 861 გაზიარება, 596 რეაქცია, 115 კომენტარი და 130 000 ჩვენება (მათ შორის 50 000 ჩვენება იყო სარეკლამო, ხოლო დანარჩენი 80 000 მივიღეთ გაზიარებების დიდი რაოდენობის შედეგად). მე-3 დღეს საღამოს საათებში რეკლამა იყო შეჩერებული. დაიხარჯა 13,5$