2019 წლის ივნისში გადავწყვიტეთ შემოგვეღო ჩვენთვის ახალი მომსახურება: Express SEO აუდიტი. აუდიტში იგულისხმება საიტის მთლიანი ტექნიკური და კონტენტ შემოწმება – რა შეცდომები არსებობს რესურსზე და რა გავლენას ახდენენ ისინი საძიებო შედეგებსა და ტრაფიკის სიდიდეზე.

ფასწარმოქმნა

Express SEO აუდიტის მომსახურების ღირებულება 25 ლარს შეადგენდა. გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურება ახალია და რეკლამის განთავსების მომენტისთვის უცნობი იყო პოტენციური კლიენტებისთვის, გადავწყვიტეთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასი დაგვედო.

სამიზნე აუდიტორიის გამოვლინება და თარგეტირება

ბუნებრივია, ჩვენი B2B სამიზნე აუდიტორია მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საიტი, ასევე კომპანიის დირექტორებსა და ტოპ-მენეჯერებს. გეოგრაფიულ მდებარეობას არ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან მომსახურება ონლაინ კომუნიკაციის მეშვეობით ხდებოდა – ადამიანი გვიგზავნიდა საიტს, ჩვენ ვაკეთებდიტ მის აუდიტს და ვუგზავნიდით დეტალურ რეპორტსა და რეკომენდაციებს. ასაკობრივი დიაპაზონი: 24-50 წ.

შესაბამისად, 24-50 წლის საქართველოს მოქალაეების, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოხსენებულ ინტერესებს და ქცევით ფაქტორებს (საიტის მფლობელები, ტოპ-მენეჯერები და ა.შ.) რაოდენობამ 40 000 ადამიანი შეადგინა. სწორედ ეს 40 000 ადამიანი არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია Facebook-ზე.

კონტაქტის წერტილები

ალბათ იცით, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ფეისბუკი ამცირებს ფეიჯის პოსტების ჩვენებს. თუ ადრე თქვენი გვერდის პოსტს ნახულობდა გამომწერების 11-13%, ახლა ეს მაჩვენებელი 7-8%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, მესენჯერს დაემატა შედარებით ახალი ფუნქცია: თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ სარეკლამო/საინფორმაციო მესიჯი ერთბაშად ყველა იმ ადამიანს, რომლებთანაც ოდესმე გქონიათ მიმოწერა მესენჯერში. შესაბამისად, სარეკლამო კამპანიის მიზანი იყო მესენჯერის მეშვეობით ლიდების გენერირება.

ბიუჯეტი და ვადები

ახალი კამპანიის ტესტირების დროს არ ვხარჯავთ დიდ ბიუჯეტს. ფეისბუკზე ბიუჯეტირების 2 ვარიანტი არსებობს:

  • უთითებთ რეკლამის დაწყებისა და დამთავრების თარიღებს და ჯამურ ბიუჯეტს. მაგალითად, რეკლამა იქნება ნაჩვენები 15 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით და ჯამური ბიუჯეტი 20 დოლარს შეადგენს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად აქტიურია თქვენი სამიზნე აუდიტორია ამა თუ იმ დღეს, ფეისბუკი თვითონ გადაწყვეტს რომელ დღეს რა თანხა დახარჯოს. სოციალური ქსელის ასეთი ალგორითმი გვაძლევს საშუალებას გავხადოთ რეკლამა მაქსიმალურად ეფექტური.
  • უთითებთ დღიურ ბიუჯეტს, ანუ იმ თანხას, რომელიც მზად ხართ რომ გადაიხადოთ ერთი დღის განმავლობაში. უთითებთ დაწყების, მაგრამ არ უთითებთ დამთავრების თარიღს. რეკლამის შეჩერების შემთხვევაში თქვენ თავად უნდა დააპაუზოთ მისი ჩვენება სარეკლამო კაბინეტიდან.

დღის ბიუჯეტი 3$ შეადგენდა.

კამპანია იყო აქტიური 6 არასრული დღის განმავლობაში და მთლიან სარეკლამო კამპანიაზე დაიხარჯა 17$.

შედეგები

შედეგად მივიღეთ:


  1. შემოსავალი = 425 ლარი
  2. კონვერსია = 31,25%
  3. ROI = 825,9% (რეკლამაში ინვესტირებული 1 ლარიდან მივიღეთ შემოსავალი 8 ლარის ოდენობით
რეკლამა facebookz-ზე 1


რეკლამა facebook-ზე