მობილური აპლიკაციები. აქტუალურობა

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად გამარტივდა მომხმარებელთან ურთიერთობაც. ახლა არსებობს მობილური აპლიკაციები, რომლებიც ეხმარებიან კლიენტს პროდუქტის/ მომსახურების შეკვეთაში, სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მოძებნაში, ვიზიტის დაჯაშვნაში და ა.შ.

მობილური აპლიკაციები და Freemium მოდელი.

ალბათ, გსმენიათ ან გითამაშიათ კიდევაც უფასო თამაშები PlayMarket-დან და AppStore-დან. მსგავსი აპლიკაციის მფლობელებისთვის ფინანსური ნაკადების მთავარ წყაროს აპებში არსებული რეკლამები წარმოადგენენ. მონეტიზაციის ასეთ მოდელს Freemium ჰქვია. Freemium მოდელის განხორციელებისთვის საკმარისია შექმნათ მარტივი, მაგრამ «ჩამთრევი» თამაში, რომელსაც ბევრი ადამიანი გადმოიწერს. Google-თან და სხვა სერვისებთან მონეტიზაციის ჩართვის შემდეგ, მასში იქნება ნაჩვენები სხვადასხვა სარეკლამო განცხადება. მომხმარებლის ამ რეკლამასთან კომუნიკაციის (ნახვის, დაჭერის და ა.შ.) შედეგად თქვენ დაგერიცხებათ გარკვეული თანხა.

აპლიკაციის დამზადება

მობილური აპლიკაციები კომპანიებისთვის

აპლიკაციები კომპანიებისთვის ხშირ შემთხვევაში არ წარმოადგენენ შემოსავლის წყაროს, არამედ უმარტივებენ მომხმარებლებს ყიდვისა და შეკვეთის პროცესს. ასეთი აპლიკაციის კარგი მაგალითი არის Glovo, Wolt და სხვა.

აპლიკაციების დამზადება და ღირებულება

კომპანია Marketing Solutions Georgia-ს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერები დაგიმზადებენ ნებისმიერი სირთულისა და ტიპის აპლიკაციას, უზრუნველყოფენ მის განთავსებას აპლიკაციების მაღაზიებში. ხოლო ჩვენი მარკეტინგის გუნდი დაგეხმარებათ მის მონეტიზაციასა და პოპულარიზაციაში.

აპლიკაციის დამზადების ფასი დამოკიდებულია მის სირთულესა და ფუნქციონალურობაზე. ცხადია, რაც უფრო მეტი ფუნქცია ექნება მას, მით უფრო მეტი ადამიანური, ფინანსური და დროითი რესურსი დასჭირდება შესაქმნელად. დამზადების ღირებულება 3500 ₾-დან იწყება.