ინტერნეტ მარკეტინგის მნიშვნელობა.

ინტერნეტ-მარკეტინგი თანამედროვე კომპანიების განვითარებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმეტთა კომპლექსს წარმოადგენს. თანამედროვე სარეკლამო ტექნოლოგიები აძლევენ განვითარების შესაძლებლობას იმ კომპანიებსაც, რომლებსაც არ გააჩნიათ მსხვილი ბიუჯეტი. ზემოხსენებული კომპლექსის სწორი გამოყენებით შეისაძლებელია დაუჯერებელი შედეგების მიღწევა.

ინტერნეტ მარკეტინგი. ჩვენი კომპანიის მუშაობის სტრუქტურა.

მიზნის ჩამოყალიბება. უპირველეს ყოვლისა, კარგი ინტერნეტ მარკეტინგი და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაცია მოითხოვს სწორი მიზნების დასახვას. კომპანიამ უნდა იცოდეს, თუ რისი მიღწევა სურს. ამასთანავე, მიზანი უნდა იყოს კონკრეტული და მიღწევადი. კარგი მიზნის მაგალითია: «გავზარდოთ პირველი ასორტიმენტის გაყიდვები 20%-ზე 2020 წლის ივნისამდე».

შემდეგი ეტაპია – მიზნის მისაღწევად საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დაჯგუფება, კლიენტი-ორგანიზაციის სამიზნე აუდიტორიების გამოყოფა. თუ კომპანიაში უკვე არის დანერგილი CRM სისტემა, ეს ძალიან დაეხმარება მარკეტინგის მენეჯერს ანალიზში.

მესამე ეტაპზე მარკეტინგის მენეჯერი იწყებს სარეკლამო ღონისძიებების დაგეგმვას, ელექტრონული მარკეტინგის ინსტრუმენტების შერჩევასა და ანალიტიკის ინსტრუმენტების დანერგვას. შერჩევა და დაგეგმვა ხდება წინა ეტაპებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ვებ-ანალიტიკა ეხმარება მენეჯერს ნახოს, თუ რომელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური და რომელი ნაკლებად. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ახალი კლიენტების მოზიდვა, არამედ არსებული/დაკარგული კლიენტების შენარჩუნება/დაბრუნება. ამ ეტაპზე ხდება მომხმარებლის მოგზაურობის რუკის სწორი აგება, ლოიალურობის პროგრამის შემუშავება.

ინტერნეტ მარკეტინგში არ არსებობს ერთადერთი სწორი სტრატეგია. ის უნდა ჩამოყალიბდეს ინდივიდუალურად, თითოეული ცალკე აღებული კომპანიისთვის.

მეოთხე ეტაპი: აქტიური სარეკლამო კამპანიების კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში პირველადი შედეგების შესწორება. სრული რეპორტინგი.

ინტერნეტ მარკეტინგი. ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ.

  • საიტი (ლენდინგი, მრავალგვერდიანი/ ერთგვერდიანი საიტი). საიტი არის ვიზიტორებისგან კლიენტების შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
  • SEO ოპტიმიზაცია. მას შემდეგ რაც თქვენ შექმნით საიტს, დროა მოხდეს მისი სწორი ოპტიმიზაცია და დამატებითი ტრაფიკის გენერირება. მოცემული ინსტრუმენტი მოგცემთ შესაძლებლობას მოხვდეთ საძიებო შედეგების ტოპ 5-ში.
  • მობილური აპლიკაციის შექმნა. ზოგიერთი კომპანიის არსებობა დიდწილად დამოკიდებულია მობილური აპლიკაციის არსებობაზე. ის დაეხმარება თქვენს მომხმარებელმებს 24/7 ჰქონდეთ წვდომა კომპანიის პროდუქტებისადმი/მომსახურებისადმი.
  • ჩატ-ბოტები, ტელეფონია, CRM სისტემები.
  • კონტექსტური რეკლამა. კონტექსტური რეკლამა დაგეხმარებათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში.
  • სოციალური ქსელები. თქვენი კონტენტის გავრცელების საკმაოდ კარგი პლატფორმაა. აქაუნტი სოციალურ ქსელებში შეიძლება განიხილებოდეს როგორც ცალკეული საიტი. იქ შეძლებთ არა მხოლოდ თქვენს კომპანიაზე ინფორმაციის განთავსებას, არამედ მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციასაც.
  • კონტენტ-მარკეტინგი. სოციალური ქსელების სწორი მართვისთვის საჭიროა შეიქმნას კონტენტ-გეგმა. კონტენტი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს თქვენი აუდიტორიის ინტერესებს.

მომსახურების შეკვეთა