რა არის აუთსორსინგი

აუთსორსინგი (მარკეტინგის, ბუღალტერიის და ა.შ.) არის ერთი ორგანიზაციის მიერ შეთანხმების საფუძველზე მეორე ორგანიზაციისთვის სხვადასხვა საორგანიზაციო, საწარმოო ან ნებისმიერი ფუნქციის გადაცემა.

აუთსორსინგი მოგცემთ საშუალებას აამაღლოთ კომპანიის ეფექტურობა და გამოიყენოთ განთავისუფლებული ადამიანური და ფინანსური რესურსები იმ მიმართულებების განსავითარებლად, რომელიც თქვენი კომპანიის უშუალო კომპეტენციაში შედის.

მარკეტინგის აუთსორსინგი

ყველაფერი ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მარკეტინგის აუთსორსინგი გულისხმობს კომპანიის მიერ მარკეტინგული ფუნქცია-მოვალეობების გადაცემას სხვა კომპანიისთვის.

აუთსორსინგის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ საქმე გადაეცემა პროფესიონალებს. არც ერთ თქვენს თანამშრომელს არ მოუწევს იმის კეთება, რაშიც არ არის კომპეტენტური. ეს დაზოგავს როგორც დროს, ასევე თქვენს რესურსებსაც.

მარკეტინგ სოლუშენს ჯორჯია-ს აქვს მარკეტინგის აუთსორსინგის მომსახურების 2 ტიპი: სრული და ნაწილობრივი.

მარკეტინგის აუთსორსინგი – სრული პაკეტი

სრულში იგულისხმება, რომ ყველა ის მარკეტინგული ქმედებები და ღონისძიებები, რომლებიც არის ჩასატარებელი თქვენს ორგანიზაციაში, გადმოგვეცემა ჩვენ. პაკეტში შედის:

  • მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება, მიზნების დასახვა
  • მიმდინარე ვითარების ანალიზი, პირველადი და მეორადი ინფორმაციის შეგროვება, დაჯგუფება, CRM სისტემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანალიზი, ლოიალურობის პროგრამის დანერგვა და «კლიენტის მოგზაურობის რუკის» სწორი აგება
  • ანალიზის შედაგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა
  • დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება და მათი კონტროლი
  • სრული რეპორტინგი

ვმუშაობთ შემდეგ მიმართულებებთან: SMM (Social Media Marketing — პუბლიკაციების დაწერა, უნიკალური საფირმო დიზნაინის შემუშავება, პოსტინგი და რეკლამა სოციალურ ქსელებში); SEO – საიტის სრული ოპტიმიზაცია; რეკლამა Google-ში და პარტნიორულ ქსელებში; ვებ-ანალიტიკის ინსტრუმენტებთან მუშაობა; ვებ-დეველოპერის დახმარება და კონსულტაცია.

You need to add a widget, row, or prebuilt layout before you’ll see anything here. 🙂
სრული პაკეტი
2100₾-დან

მარკეტინგის აუთსორსინგის ნაწილობრივი პაკეტი

მარკეტინგის აუთსორსინგის ნაწილობრივი პაკეტი გულისხმობს, რომ ჩვენ ვიღებთ არა მთლიან მარკეტინგულ კომპლექსს, არამედ მის ერთ ან რამდენიმე მიმართულებას. მოცემული პაკეტი მოგიხდებათ იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, თქვენ უკვე გყავთ SMM მენეჯერი, მაგრამ გჭირდებათ Google-ში რეკლამის განხორციელება.

ნაწილობრივი პაკეტი
600₾-დან

მომსახურების შეკვეთა

საჭიროების შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი