Google რეკლამა

რეკლამა Google-ში დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სარეკლამო ღონისძიებას წარმოადგენს. გუგლის ვებ-ანალიტიკის ინსტრუმენტები აძლევენ სარეკლამო მენეჯერს შესაძლებლობას პირველად მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს ისეთი კამპანია, რომელიც მაქსიმალურად დააინტერესებს პოტენციურ მომხმარებელს.

პლატფორმები, რომლებზეც შესაძლებელია რეკლამის განთავსება

Google-ს სარეკლამო პანელი გაძლევთ შესაძლებლობას აჩვენოთ სარ. განცხადება შემდეგ პლატფორმებზე:

ვიდეო რეკლამა Youtube-ზე

ამ სარეკლამო ინსტრუმენტის მეშვეობით შეგიძლიათ განათავსოთ ვიდეო-რეკლამა Youtube-ზე. არსებობს ორი ტიპის YoutubeAd:

  • In-stream. რეკლამა გამოჩნდება ვიდეო-რგოლის დასაწყისში, შუაში ან ბოლოში. მომხმარებელი შეძლებს ამ რეკლამის გამოტოვებას 5 წამის შემდეგ (თუ ეს ვიდეო-რეკლამაა) ან გაჩენისთანავე (თუ ეს ვიდეო-ბანერია).
  • Video Discovery აჩვენებს რეკლამას საინტერესო ვიდეოების ჩამონათვალში. ასეთი რეკლამის ხანგრძლივობა 6 წამს შეადგენს და მისი გამოტოვება შეუძლებელია. მისი ადგილმდებარეობა ისეთივეა, როგორიც In-stream აქვს.
Google სერვისები

Google რეკლამა მედია-კონტექსტურ ქსელში

სხვადასხვა სახის საინფორმაციო/ გასართობი და მსგავსი კონტენტის მქონე საიტები, რომლებსაც აქვთ ხელშეკრულება გუგლთან რეკლამის ჩვენებაზე. თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორი სახის საიტებზე იქნება განთავსებული თქვენი სარეკლამო განცხადება. მედია-კონტექსტურ ქსელში შედის აპლიკაციებში რეკლამის ჩვენებაც. ასეთ მოდელს Freemium ეწოდება.

Google-ს საძიებო სისტემა

თქვენი რეკლამის ჩვენება გუგლის საძიებო შედეგებში. სარეკლამო კონკურენციიდან გამომდიანრე, თქვენი განცხადება დაიკავებს 1-3 ადგილს. პრინციპი მარტივია: რეკლამის შექმნის დროს პარამეტრებში ვუთითებთ იმ საკვანძო სიტყვებს, რომლებიც ახასიათებენ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას. პოტენციური კლიენტი წერს ძიებაში საკვანძო ფრაზას და თუ ეს ფრაზა დაემთხვა თქვენს რეკლამაში არსებულს, ხდება მისთვის რეკლამის ჩვენება.

PlayMarket Ads

რეკლამის ეს ტიპი გულისხმობს მომხმარებლის მიერ აპლიკაციის გამდოწერას. ასეთი რეკლამის განთავსება ხდება ავტომატურად, არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

Google რეკლამა — ჩვენი მუშაობის სტრუქტურა

ჩვენს კომპანიაში კლიენტთან მუშაობის სტრუქტრა შემდეგ ეტაპებს გულისხმობს:

  • შეხვედრა და გასაუბრება. ვისაუბრებთ თქვენს ძირითად ამოცანებსა და მომავლის ხედვაზე. იმაზე, თუ რის მიღწევას აპირებთ ინტერნეტ მარკეტინგის მეშვეობით.
  • დავგეგმავთ საუკეთესო სარეკლამო კამპანიას სამიზნე აუდიტორიისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით. რიცხვებში გავაჟღერებთ სავარაუდო შედეგებს.
  • განვახორციელბთ სარეკლამო გეგმას და გავაკონტროლებთ, რომ ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიაროს.
  • ჩაგაბარებთ სრულ და დეტალურ რეპორტს.

Google Analytics

განურჩევლად იმისა, თუ რომელ სარეკლამო ინსტრუმენტს აირჩევთ, ყველა სტატისტიკური მონაცემის ნახვას შეძლებთ ვებ-ანალიტიკის საიტზე, სახელად Google Analytics. მოცემული ინსტრუმენტი მოგცემთ შესაძლებლობას მაქსიმალურად დეტალურად გაანალიზოთ შემდეგი ინფორმაცია: რამდენი ადამიანისთვის იყო ნაჩვენები რეკლამა, რამდენმა ადამიანმა შეასრულა საკვანძო ქმედება, რამდენმა გადმოწერა თქვენი აპლიკაცია, მათი ასაკი, სქესი, გეოგრაფია და ა.შ.

რეკლამა Google-ში – ფასები

ერთთვიანი მომსახურება
Google-ში რეკლამის დაგეგმვა, განხორციელება, ვებ-ანალიტიის დანერგვა, სრული ანალიზი, სამომავლო ქმედებების დანერგვა, სრული რეპორტინგი
400₾ + სარეკლამო ბიუჯეტი
კონსულტაცია
სრული მარკეტინგული კონსულტაცია და მცირე ტექნიკური ხარვეზების შესწორება, ვებ-ანალიტიკის დანერგვა
75₾

მომსახურების შეკვეთა

საჭიროების შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი