საიტის დამზადება. მისი არსებობის მნიშვნელობა

თანამედროვე კომპანიებისთვის საიტი წარმოადგენს მარკეტინგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. ხშირია შემთხვევა, როდესაც საჭიროა უნიკალური საიტის დამზადება მოკლე დროში. კომპანიების უმეტესობისთვის ეს ეტაპი ძალიან იწელება. ამის შედეგად თქვენი ბიზნესის ინტერნეტ-პლატფორმა ვერ აღწევს იმ პოტენციალს, რომელიც რეალურად გააჩნია.

არსებობს საიტების 3 კატეგორია:

  • მრავალგვერდიანი
  • ერთგვერდიანი
  • ლენდინგი

მრავალგვერდიანი საიტის დამზადება

მრავალგვერდიანი საიტი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი გააჩნიათ. თითო სერვისზე ცალკე, ინდივიდუალური გვერდის არსებობა მოგცემთ საშუალებას მაქსიმალურად დეტალურად აღწეროთ პროდუქტი თქვენი პოტენციური მომხმარებლისთვის. ასეთ რესურსზე SEO ოპტიმიზაციის თვალსაზრისით ტრაფიკის (აუდიტორიის) გენერირება უფრო მარტივია.

საიტის დამზადება

მიუხედავად ამისა, მას სხვადასხვა მინუსიც გააჩნია: რაც უფრო მსხვილია საიტი, მით უფრო შრომატევადია მისი ადმინისტრირება; რაიმე ტექნიკური შეცდომის არსებობის შემთხვევაში, მისი აღმოჩენა ანალიზის სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე რთულ ამოცანას წარმოადგენს.

საიტების ამ კატეგორიაში შედის: ონლაინ-მაღაზია, სხვადასხვა მომსახურების საიტები, საინფორმაციო წყაროები და ა.შ.

მრავალგვერდიანი საიტის დამზადების შემდეგ მნიშვნელოვანია მოხდეს მისი სწორი და დროული SEO ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

ერთგვერდიანი საიტის შექმნა

თუ კომპანიას არ გააჩნია ფართო ასორტიმენტი და ის ყიდის მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე მსგავსი სახის პროდუქტს/ სთავაზობს ერთი ტიპის მომსახურებას, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება ერთგვერდიანი საიტის დამზადება. თანამედროვე ვებ-დეველოპმენტი იძლევა საშუალებას გააკეთოთ ისეთი საიტი, რომელიც ერთ გვერდში მაქსიმალურად დეტალურად და თვალსაჩინოდ აღწერს თქვენს კომპანიას და გააცნობს ვიზიტორებს არსებულ მომსახურებას, ფასებს, ანახებს მას დამზადების პროცესს და ა.შ. ასეთი საიტის ადმინისტრირება ბევრად მარტივია, თუმცა SEO-ს კუთხით მისი ოპტიმიზაცია თითქმის შეუძლებელია (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს-ნიშა არ არის დაკავებული და კონკურენციის დონე დაბალია). ასეთი რესურსის მფლობელები რესურსზე ტრაფიკის გენერირებას რეკლამის მეშვეობით (Google, Facebook, სხვა წყაროები) ასრულებენ. მოცემული პლატფორმა ასევე მოუხდება მათ, ვისაც სურს საკუთარი ბლოგის მართვა ან ონლაინ-პორტფოლიოს შექმნა.

ლენდინგი

ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ლენდინგი და ერთგვერდიანი საიტი სინონიმები არის. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ლენდინგი შეიძლება იყოს როგორც ერთგვერდიანი, ასევე გააჩნდეს რამოდენიმე გვერდი. უმეტეს შემთხვევაში, ის იქმნბება როგორც უკვე არსებული მრავალგვერდიანი საიტის დამატება. როგორც წესი, მისი სიცოცხლისუნარიანობა 2-12 თვემდე მერყეობს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ რაიმე გრანდიოზული გათამაშება ან ფასდაკლება. თვლით, რომ ის საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას მომხმარებლთა მხრიდან და აქტიური იქნება მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. სწორედ ასეთი აქციების, ბონუსების, ტრენინგებისა და სხვა მსგავსი სახის შეთავაზებებისთვის იქმნება ლენდინგები ყველაზე კარგი.

როგორი ტიპის საიტი დავამზადოთ? რა ავირჩიოთ?

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა მიზნების სწორი ჩამოყალიბება. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები: რა არის საიტის შექმნის მიზანი, რა მინდა რომ მივიღო მისი დამზადების შემდეგ. რამდენად სწრაფად მინდა რომ მივაღწიო დასახულ მიზანს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში, სწორი არჩევნის გაკეთებასა და მიზნის მიღწევაში ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ.

საიტის დამზადება – ფასები

მრავალგვერდიანი საიტი
ონლაინ-მაღაზიების, მომსახურების, საინფორმაციო საიტების შექმნა, ადმინისტრირება, უსაფრთხოების დაყენება
400 GEL+
ერთგვერდიანი საიტი
ერთგვერდიანი საიტის (პორტფოლიო, საიტი – სავიზიტე ბარათი, მცირე ასორტიმენტის მქონე კომპანია) შექმნა
200 GEL+
ლენდინგი
ლენდინგის (აქციები/ ბონუსები, საიტი – სავიზიტე ბარათი, ტრენინგები, ინტერნეტ მომსახურება და ა.შ.) შექმნა
200 GEL+
ტექნიკური მომსახურება
კომპანიის მფლობელობაში მყოფ საიტზე არსებული ტექნიკური ხარვეზების შესწორება, უსაფრთხოების დაყენება და ა.შ.
75 GEL+

მომსახურების შეკვეთა

საჭიროების შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი