რა არის საიტის SEO (სეო) ოპტიმიზაცია

საიტის SEO (Search Engine Optimization) ოპტიმიზაცია დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტს თქვენი ბიზნესის ინტერნეტში განსავითარებლად. ეს არის თქვენს ონლაინ-რესურსზე სხვადასხვა სახის პროცესის ერთობლიობა, რომელთა სწორი განხორციელება მოგცემთ საშუალებას დაიკავოთ ლიდერული პოზიციები საძიებო სისტემის შედეგებში. ვთქვათ, თუ კომპანიის საქმიანობის სფერო არის ბუღალტრული მომსახურება, SEO ოპტიმიზაციის მეშვეობით შესაძლებელია მოხდეს საიტის საძიებო პოზიციების ამაღლება (და, შესაბამისად, საიტზე მეტი ტრაფიკის გენერირება) იმ საკვანძო სიტყვებით, რომლებითაც პოტენციური კლიენტი ეძებს ზემოხსენებულ მომსახურებას.

არსებობს სამი ძირითადი მიმართულება, რომლებიც ახდენენ მთავარ გავლენას საიტის ოპტიმიზაციაზე.

SEO – კონტენტ ოპტიმიზაცია

მოცემული მიმართულება გულისხმობს:

  • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე რელევანტური საკვანძო სიტყვების შერჩევას (სემანტიკური ბირთვის აგება)
  • კონტენტის შემუშავებას და მისი სტრუქტურის სწორ ჩამოყალიბებას
  • უნიკალური ტექსტების დაწერას და მათში საკვანძო სიტყვების სწორ განაწილებას
საიტის SEO ოპტიმიზაცია

SEO – ტექნიკური ოპტიმიზაცია

ოპტიმიზაციის ამ მიმართულების გარეშე შეუძლებელია საიტის განვითარება. ტექ. ოპტიმიზაცია მოიცავს:საიტის უსაფრთხო პროტოკოლის დაყენებას. აქ იგულისხმება საიტის გადაყვანა http-დან https-ზე. S ასო (secured) აძლევს საძიებო სისტმებს ინფორმაციას, რომ საიტზე შესული მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია.

robots.txt სწორ ჩამოყალიბებას

Mobile-friendly-ს შემოწმებას. სტატისტიკის თანახმად, ყოველთვიურად სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ინტერნეტში სასურველ ინფორმაციას მობილური ტელეფონის საშუალებით პოულობენ. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ თქვენი საიტი იყოს მობილურ სისტემებსა და პლანშეტებზე ადაპტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტზე შესვლისას მომხმარებელს უბრალოდ არ მოუნდება იქ დარჩენა და საძიებო შედეგების გვერდზე დაბრუნდება. თუ მსგავსი სიტუაცია სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, Google, Yandex ან სხვა სისტემის ალგორითმები მიხვდებიან, რომ საიტს აქვს დაბალი სამომხმარებლო ფაქტორები და დაწევს საიტის პოზიციებს. მსგავსი ვითრება SEO ოპტიმიზაციის კუთხით ძალზედ არასასურველია.

არსებული მედია-კონტენტის დამუშავებას, ტეგების ჩასმას და ა.შ.

სისწრაფის გაუმჯობესება სურათების მოცულობისა და WEB კოდის (HTML, CSS, JS) შემცირების ხარჯზე.

ბმულებთან მუშაობა – Linkbuilding SEO

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც საძიებო ალგორითმები ხვდებიან, თუ რამდენად კარგია ესა თუ ის საიტი, არის ე.წ. «ბმულებების პროფილი». წარმოიდგინეთ, რომ ეწევით საქმიანობას მედიცინის სფეროში და გაქვთ თქვენი კლინიკის საიტი. თუ ამ საიტის ბმული არის განთავსებული რომელიმე მსხვილ სამედიცინო პორტალებზე, Google ფიქრობს: «რახან მსხვილი ავტორიტეტული პორტალი საუბრობს და ათავსებს ბმულებს შედარებით ახალგაზრდა კლინიკის საიტზე, ე.ი. მასზე რაღაცა სასარგებლო ინფორმაცია უნდა იყოს». შედეგად მაღლდეაბა თქვენი საიტის საძიებო პოზიციები. თუმცა, მხოლოდ ასეთი ბმულები არ არის საკმარისი, საჭიროა სწორი შიდა ლინკების სტრუქტურის ჩამოყალიბება. პირობითად linkbuilding SEO ოპტიმიზაცია შეიძლება ცალკე მიმართულებად დაიყოს:

  • გარე linkbuilding-ი
  • შიდა linkbuilding-ი

შედეგები და ვადები

საიტის სირთულიდან და მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, სრულ სეო ოპტიმიზაციას შეიძლება სხვადასხვა დრო დასჭირდეს (საშუალოდ 2-4 თვე). ზემოხსენებული კომპლექსური სამუშაოების შედეგად თქვენი ონლაინ-პორტალი თავისუფლად შევა საძიბო სისტემების შედეგების ტოპ 5-ში და გაუსწრებს სხვა მსგავს სფეროში მომუშავე კონკურენტებს.

ფასები

საიტის SEO აუდიტი
საიტის სრული ტექნიკური და კონტენტ აუდიტი, ხარვეზების გამოვლინება, შედეგების დეტალური რეპორტინგი და კონსულტაცია.
75 GEL
საიტის სრული SEO ოპტიმიზაცია
მოიცავს: საიტის სრულ ტექნიკურ და კონტენტ ოპტიმიზაციას. სრული ოპტიმიზაციის ვადა განისაზღვრება ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე
400 GEL-დან/ თვე

მომსახურების შეკვეთა

საჭიროების შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი