SMM აქტუალურობა

SMM სოციალური მედია მარკეტინგის მნიშვნელობა დღესდღეობით ძალიან მაღალ დონეზე დგას. სოციალური ქსელები არ წარმოადგნენ მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობის კარგ შესაძლებლობას. ისინი აძლევენ კომპანიებს საშუალებას მაქსიმალურად ვიწრო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ კლიენტებთან და უკვე არსებულ მომხმარებლებთან.

სოციალური მედია მარკეტინგის ღონისძიებები

SMM სოციალური მედია მარკეტინგის ღონისძიებებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი ორი ძირითადი მიმართულება:

  1. კონტენტ-მარკეტინგი სოციალურ ქსელში (პოსტებისა და სხვადასხვა ვიზუალური კონტენტის მომზადება და გამოქვეყნება)
  2. რეკლამა სოციალურ ქსელში. სოციალურ პლატფორმებზე რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სარეკლამო საშუალებაა. მართლაც, თარგეტირება (სამიზნე აუდიტორიის შერჩევა დემოგრაფიული, გეოგრაფიული და სხვა ინტერესების მიხედვით) აძლევს კომპანიის სარეკლამო მენეჯერს საშუალებას აჩვენოს რეკლამა სწორედ იმა დამიანებს, ვინც იქნება მასში მაქსიმალურად დაინტერესებული.

ჩვენი მუშაობის სტრუქტურა SM მარკეტინგის მიმართულებით

კომპანია “მარკეტინგ სოლუშენს ჯორჯია”-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტის მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება. სწორედ ამიტომ გვაქვს შემუშავებული ლოგიკური სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც სამუშაო პროცესი იქნება თვალნათლივი და ღია არა მარტო ჩვენი მენეჯერისთვის, არამედ კლიენტისთვისაც.

  • შეხვედრა და გასაუბრება. გავიგებთ თქვენს მიზნებსა და სურვილებს, თუ რის მიღწევას აპირებთ სოციალური მედია მარკეტინგის გამოყენებით
  • შევიმუშავებთ კონტენტ და სარეკლამო გეგმას. კონტენტ-გეგმაში ჩამოწერილი იქნება მომდევნო თვის/კვარტლის კონტენტის ჩამონათვალი დღეების მიხედვით, თავიანთი ილუსტრაციებითა და სავარაუდო ტექსით. სარეკლამო გეგმაში იქნება ჩამოწერილი კამპანიის პარამეტრები, სამიზნე აუდიტორია, საჭირო ბიუჯეტი და მოსალოდნელი შედეგი
  • დაგეგმილი სამუშაოების შესრულება და კონტროლი
  • სრული და დეტალური რეპორტინგი

ვმუშაობთ შემდეგ პლატფორმებთან:

SMM რეკლამის ტიპები სოციალურ ქსელში

როგორც უკვე ვახსენეთ, SMM სოციალური მედია მარკეტინგი სოციალურ ქსელებში რეკლამირებასაც მოიცავს. არსებობს რეკლამის სხვადასხვა ტიპი. თითოეულ მათგანს, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, აქვს კონკრეტული დანიშნულება. შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი მიმართულება:

  • ლიდების (პოტენციური კლიენტების) გენერირება
  • Brand Awareness, ანუ ბრენდის ცნობადობის ამაღლება
  • გვერდებზე ლაიქების და ფოლოვერების გენერირება (ბოლო პერიოდში არ არის იმდენად აქტუალური და მიზანშეწონილი)
  • გზავნილები მესენჯერში
  • ტრაფიკი საიტზე
  • ვიდეო-რეკლამა

Facebook-ის სარეკლამო ალგორითმები საკმაოდ ჭვიანები არიან. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: თქვენ არეკლამებთ ბუღალტრული მომსახურების საიტს. პირველ დღეს რეკლამა ნახა 10 000 ადამიანმა, თუმცა მხოლოდ 200-მა დააჭირა მას და გადავიდა საიტზე. კონვერსია შეადგენს 2% (200/1000*100%). Facebook აანალიზებს იმ 200 ადამიანის ინტერესებს, დემოგრაფიულ, გეოგრაფიულ მაჩვენებლებს და ამის საფუძველზე აყალიბებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა გააჩნდეს ფეისბუკ მომხმარებელს რომ მაქსიმალური დიდი ალბათობით დაინტერესტდეს თქვენი შემოთავაზებით. ამ ყველაფრის შედეგად, სარეკლამო კამპანიის მეორე დღეს ის ავტომატურად აკორექტირებს თარგეტირებას და აჩვენებს რეკლამას იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმით მაქსიმალურად გვანან იმ 200 ადამიანს. ამის შედეგად იზრდება კონვერსია და მცირდება მომხმარებლის საკვანძო ქმედებისთვის საჭირო ღირებულება.

SMM (რეკლამა და კონტენტი სოციალურ ქსელებში) – ფასები

სრული SMM პაკეტი
კონტენტ-გეგმის შემუშავება, დიზაინის შემუშავება, პოსტინგი, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ვებ-ანალიტიკის დანერგვა, რეპორტინგი
600₾/თვე
კონსულტაცია
სრული და დეტალური SMM კონსულტაცია, რჩევები სარეკლამო კამპანიის დაგეგმვის შესახებ და მცირე ხარვეზების შესწორება
75₾